GEO   ENG
სიახლეები
როგორ ჩატარდა არალეგიტიმური ხმის მიცემის პროცესი სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში?
11.06.2024

„ქართული ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.

2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის დღეს, უამინდობის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე ქალაქსა და სოფელს, რის გამოც მოსახლეობას ხმის მიცემა სანთლის შუქზე მოუწია. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, „არჩევნები“ დემოკრატიულად და დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა საარჩევნო ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებს, საარჩევნო უბნებზე უცნობი ამომრჩევლების  ორგანიზებულად მიყვანას.  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ინფორმაციით:

  • ქალაქ ცხინვალში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივად ჩაყრის მცდელობას
  • ერთ-ერთ სოფელში, სადაც 30-მდე ადამიანი ორგანიზებულად მიიყვანეს ხმის მისაცემად, ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მიყვანილ „ამომრჩეველს“ არ იცნობს და მათი თანასოფლელები არ არიან
  • ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე, ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელმა მის მისამართზე დარეგისტრირებული 23 ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩაწერეს
  • პარტია „ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვის განცხადებით, კენჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვას
  • საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის ორგანიზებულად მიყვანას უზრუნველყოფდა ძამბოლატ თედეევის „სახალხო პარტიაც“
  • ახალგორში მმართველი პარტიის „ნიხასის“ კანდიდატის ზაზა დრიაევისთვის ხმის მისაცემად 500-მდე ადამიანი, რომელთა უმრავლესობას ახალგორთან კავშირი არ აქვს, ჩრდილო ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან,  დაღესტნიდან და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს 
  • ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ახალგორის მოსახლეობას ხმის მიცემა მმართველი პარტია „ნიხასის“ და მისი კანდიდატის ზაზა დრიაევის სასარგებლოდ  მოსთხოვეს. „დარწმუნების“ მეთოდად გამოიყენებოდა დაშინება და მოსყიდვა
  • ახალგორში რამდენიმე ოჯახს მმართველი პარტიის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, ოჯახის იმ წევრების გადაადგილებისათვის საჭირო დოკუმენტები (3 თვიანი) გადასცეს, რომლებიც ახალგორში ჩასვლას ვერ ახერხებენ
  • კენჭისყრის დღეს ახალგორის მოსახლეობას სთხოვდნენ ეჩვენებინათ ფოტო მტკიცებულება, რომ ხმა დრიაევსა და პარტია „ნიხასს“ მისცეს. ბევრი მათგანი ფოტოსურათებს პირდაპირ საარჩევნო უბანზე აჩვენებდა პარტიის რაიონული ოფისის ხელმძღვანელს.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „კენჭისყრის დღეს“ ამომრჩეველთა აქტივობამ 72,32% შეადგინა. ცხინვალში - 65,75%, ცხინვალის რაიონში - 70,32%, ჯავის რაიონში - 91,40%, ზნაურის რაიონში - 94,91%, ხოლო ახალგორის რაიონში - 80,62%. რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკის გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს, მოსკოვში ხმა 171-მა ადამიანმა მისცა, ხოლო ვლადიკავკაზში - 2634-მა. „საარჩევნო უბანი“ არ გახსნილა სოხუმში.

დე ფაქტო ცესკოს ბოლო მონაცემებით, 11 ივნისის მონაცემებით, დათვლილია ყველა ბიულეტენი. ბიულეტენების დათვლის შედეგად, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ერთიანი ოსეთი“ - 31,52%; „ნიხასი“ - 30,60%; „სახალხო პარტია“ - 16,03%; კომუნისტური პარტია - 7,01%; „ხალხის ერთობა“ - 4,49%; „Иры Фарн“ - 4,71%; „ერთობა“ - 1,98%; ყველას წინააღმდეგ - 3,66%.

„ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარის განცხადებით, თუ ვლადიკავკაზის მონაცემები არ გაუქმდება, სადაც ბათილად იქნა ცნობილი 700-მდე ბიულეტენი, პარტია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026