GEO   ENG
სიახლეები
უკანონო დაკავებები და ბორდერიზაცია — საქართველოს მოქალაქეები კვლავ რუსეთის ოკუპაციის სამიზნეა
29.09.2025

27 სექტემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენის საოკუპაციო ხაზიდან 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს. მათ შორის ერთ-ერთი სავარაუდოდ 10 წლის იყო. არასრულწლოვანები იმავე დღეს გათავისუფლდნენ, თუმცა საოპუკაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავების ფაქტები, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში, კვლავ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. 

წლებია რუსეთის საოკუპაციო ძალები[D1] [D2]  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებთან ერთად აგრძელებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან უკანონო დაკავებებსა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას. ეს ქმედებები რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ნაწილია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველებზე.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 2025 წლის 29 სექტემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე „დაფიქსირდა უკანონო დაკავების 23 შემთხვევა, დღესდღეობით კი უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 11 მოქალაქე“. მხოლოდ ბოლო სამ თვეში 7 მოქალაქის გატაცება დაფიქსირდა, ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტი.

შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზი  დაახლოებით 390 კილომეტრია, აფხაზეთში კი 120 კმ. უნდა აღინიშნოს, რომ ე. წ. ბორდერიზაციის ხაზის დიდ ნაწილზე არ არის განლაგებული მავთულხლართები და საცნობარო ნიშნები, შესაბამისად, სწორედ ამ ზონებშია საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების მაღალი რისკი.

2025 წლის პირველ ნახევარში დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის  კვეთის ბრალდებით 170 პირი იქნა დაკავებული, 19 შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აქედან 9 პირი კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია. დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის განცხადებით ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის შემთხვევები ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ფიქსირდება.

 

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026