GEO   ENG
სიახლეები
ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს
23.12.2025

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ოკუპირებულ ახალგორში ქართველი სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკავებას. მეარაყიშვილი პოლიტიკურად მოტივირებული ჯაშუშობის უსაფუძვლო ბრალდების საფუძველზე დააკავეს. აქტივისტის გასათავისუფლებლად და მისი უფლებების დასაცავად აუცილებელია ყველა საერთაშორისო მექანიზმის დაუყოვნებლივ ამოქმედება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის უშიშროებამ საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან და უცხოურ მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავა. ოჯახისთვის ამ წუთამდე უცნობია პატიმრობის გარემოებები, ამასთანავე რამდენად მიეცა მას დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ზოგადად დაცულია თუ არა მისი უფლებები.

აღსანიშნავია, რომ მის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე თამარ მეარაყიშვილმა რეგიონში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე სასაუბროდ საკუთარ Facebook გვერდზე შეხვედრის მოთხოვნით საჯაროდ მიმართა თვითაღიარებულ პრეზიდენტ ალან გაგლოევს. მსგავსი მოთხოვნით მეარაყიშვილმა დე-ფაქტო მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის გამო მან მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობაც კი დააანონსა.

წლებია, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლების მხრიდან სისტემური რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლია.  წარსულში, მას დევნიდნენ აბსურდული სისხლის სამართლის ბრალდებებით, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება  - ჩამოართვეს პასპორტი და მგზავრობის ნებართვა, რამაც მისი ოჯახისგან იზოლაცია გამოიწვია. პირველად თამარი 2017 წელს დააკავეს, მას პროკურატურა ადგილობრივი მმართველი პარტიის “ედინაია ოსეტიას” მიმართ ცილისწამებასა და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის  უკანონოდ მოპოვებას ედავებოდა. 2023 წელს კი თამარი სისხლის სამართლის მორიგი დევნის გამო ოკუპირებული ახალგორის პროკურატურამ „არაკეთილსინდისიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციის” ბრალდებებით დააკავა. ის როგორც 2017, ასევე 2023 წელს წარდგენილი ყველა უსაფუძვლო ბრალდებისგან გათავისუფლდა.   

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოვითხოვთ:

  • თამარ მეარაყიშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და ჯაშუშობის უსაფუძვლო ბრალდების მოხსნას.
  • გადაადგილების თავისუფლების დაუყოვნებლივ აღდგენას და თვითნებურად ჩამორთმეული პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დაბრუნებას.

მივმართავთ: 

  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC): დროულად ჩაერთოს და აწარმოოს  დაკავებული თამარ მეარაყიშვილის საპატიმრო პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
  • საქართველოს შესაბამის უწყებებს და საერთაშორისო საზოგადოებას: გამოიყენონ მათ ხელთ არსებული დიპლომატიურ და სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს სამოქალაქო აქტივისტების დევნა და პატიმრობა.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026