„ქართული ოცნება“
სოციალური სივრცის ტოტალურ კონტროლს იწყებს. 18 მაისს „ქართული ოცნების” მთავრობის
მიერ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე
ახლახან დანიშნულმა მამუკა მდინარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი „სისტემურ
მონიტორინგს“ სამმართველოს შექმნა დაანონსდა,
რომლის მანდატი საჯარო სივრცეში კომუნიკაციის კონტროლი იქნება. ახალი სამმართველო ვალდებულება იქმნება გააკონტროლებს სოციალური ქსელებში განთავსებული პოსტები, ფოტოები,
ვიდეოები, ემოჯები და მოახდინოს მათზე რეაგირება ე.წ. „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის” საფუძველზე.
ტოტალური კონტროლის
დაკანონებისთვის გამოყენებული ცნებები „სიძულვილის
ენა”, „შეურაცხმყოფელი კამპანია”, „აგრესიული კომუნიკაცია” იურიდიულად ბუნდოვანია და სუბიექტური ინტერპრეტაციის
ფართო სივრცეს ტოვებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სწორედ
ასეთი ბუნდოვანი ნორმები ქმნის „გამოხატვის თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვის”
პირობებს. ეს ბუნდოვანება სახელმწიფო უწყებას აძლევს თვითნებური ინტერპრეტაციისა და
მომედების საშუალებას, რაც სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს უხეშად არღვევს.
შინაგან საქმეთა
სამინისტროსთვის, ონლაინ კომუნიკაციის მონიტორინგის ფუნქციის
მინიჭება, ემსახურება დაშინებასა და მსუსხავი ეფექტის შექმნას, რაც მიმართულია მოქალაქეთა თვითცენზურისა და კრიტიკული აზრის გამოთქმის თავშეკავებისკენ.
სისხლის სამართლის
კოდექსის 173(16) მუხლი, რომელსაც აღნიშნული სამმართველო სამართლებრივად დაეყრდნობა,
თავდაპირველად „საჯარო პირების შეურაცხყოფის” მოტივით მოქალაქეებზე სამართლებრივი ზეწოლის ინსტრუმენტად
იქნა შემოღებული, რაც, რა თქმა უნდა, ECHR-ის პრაქტიკასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია.
საერთაშორისო სტანდარტებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრაქტიკით, საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულება აქვთ. არსებული სამმართველოს
შექმნა, რომელიც „ღირსების შელახვის“ მოტივით მონიტორინგს გაუწევს სოციალურ
ქსელებს, ფაქტობრივად აუქმებს ამ პრინციპს და პოლიტიკოსებს დაცულ პრივილეგირებულ
კასტად აქცევს.
აღნიშნული ინიციატივა
წარმოადგენს ცენზურის თანამედროვე ფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო
დისკუსიის ჩახშობასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დაუშვებელია სიძულვილის ენასთან ბრძოლა თავისუფალი აზრის კრიმინალიზაციის
ხარჯზე ხდებოდეს.
აფხაზეთის პოლიტიკურ
სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი
ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.
The case of
former de facto deputies of South Ossetia’s de facto parliament, David Sanakoyev,
Garry Muldarov and Dzambolat Medoyev, who are appealing the decision to revoke
their citizenship of the Russian Federation, remains unresolved to date.
To silence critical media, “Georgian Dream” tries to use financial sanctions. Following several television, online and radio broadcasters, regional media have now also been affected.