„ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, არაკონსტიტუციურია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონის პროექტი, რომლის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო შეუზღუდავი წვდომა საჯარო დაწესებულებაში არსებულ საგადასახადო და პერსონალური მონაცემებზე.
საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.
DRI ეხმიანება მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა.
იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული
რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული პირების
უფლებების დაცვას.
DRI ეხმიანება ვიდეო ჩანაწერს, რომელშიც ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მის მიმართ განხორციელებულ არაერთი მუქარის/ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ 1 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედთან მიცემულ ინტერვიუში არა ერთი მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა.
27 სექტემბერს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენის საოკუპაციო ხაზიდან 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს.
DRI-მ 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს წარმოება DRI-ს საქმიანობის ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით.
დე ფაქტო ჯანდაცვის
სისტემაში არსებული მთელი რიგი პრობლემები, ხაზს უსვამს ღრმა სისტემურ ჩავარდნებს,
რამაც სამხრეთ ოსეთში ჯანდაცვის სისტემა მწვავე კრიზისამდე მიიყვანა.