GEO   ENG
სიახლეები
DRI-ის ახალი პროექტი: „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“
09.02.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ერთი წლის განმავლობაში შეისწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა და გამოსცა ოთხი სამაგიდო კვლევა.

DRI-ის მკვლევარებმა გაანალიზეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და შეიმუშავეს შესაბამისი რეკომენდაციები:
  • მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა საგამოძიებო სტრუქტურებს შორის კომპეტენციების დუბლირების აღმოფხვრა და პარალელური საგამოძიებო სისტემების არსებობაზე უარის თქმა, რაც ხელს შეუწყობს ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვას;
  • გაძლიერდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის/კონტროლის მექანიზმები;
  • გაუმჯობესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მასზე არსებული ზედამხედველობა/კონტროლის მექანიზმები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყოს ტერორიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აკადემიური წრეების, დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა.
აღნიშნულ მიგნებებზე დაყრდნობით, 2021 წლის თებერვლიდან DRI-მ დაიწყო ახალი პროექტი „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირებას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებას. ასევე, ქვემო ქართლისა და პანკისის რეგიონებში გაზრდილი რადიკალიზაციის შესამცირებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა საჯარო სტრუქტურებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტით დადგენილი მიზნების მისაღწევად, DRI გეგმავს თანამშრომლობას საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, საქართველოს პარლამენტთან, მედიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

პროექტი ხორციელდება ,,ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის’’ (NED) მხარდაჭერით.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026