GEO   ENG
სიახლეები
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ცვლილებები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას საფრთხეს უქმნის
02.06.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ ეხმიანება  მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების მიერ ინიცირებულ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც დაუსაბუთებლად ზრდის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადებს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტს მესამე მოსმენით, დღეს, 2 ივნისს  განიხილავს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა და არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად აფართოებს როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალურ ვადას, ასევე იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რომლებზეც ფარული მოქმედებების ჩატარების გახანგრძლივებული უფლებამოსილება გავრცელდება.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება იმ დანაშაულთა წრე, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარება იქნება შესაძლებელი (ჩამონათვალს ემატება 27 დანაშაული). ამასთანავე, ცვლილებების მიხედვით, კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა გაგრძელდეს უვადოდ, „რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი“. პროექტის მიხედვით, ფარული მიყურადების სუბიექტს შესაძლოა არ შეატყობინონ იმის შესახებ, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის მნიშვნელოვან გაუარესებას წარმოადგენს.

შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ინტეგრაციის ახალი ეტაპის დაწყების მიჯნაზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის ფართო და უკონტროლო მანდატს ანიჭებს სამართალდამცავ სტრუქტურებს. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მოიცავდა ფარული საგამოძიებო მოქმედების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პოლიტიკური პროცესი საქართველოს ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აძლიერებს ადამიანის რეპრესიული კონტროლის მექანიზმებს.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური  პროცესის ფონზე, ხელი არ შეუწყოს დამატებითი არგუმენტების გაჩენას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად და არ შექმნას საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დამყარების საკანონმდებლო საფუძველი.
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026