Vacancies
ვაკანსია ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე
24.07.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
 
ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი, 2023 – 31 აგვისტო, 2024, გაგრძელების შესაძლებლობით, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში.  
  
სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 სექტემბერი, 2023 წელი
 
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10 სთ - 18 სთ)
 
მოვალეობები:
  • ოფისის ყოველდღიური გამართული საქმიანობის უზრუნველყოფა
  • ორგანიზაციის პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობების დაგეგმვა და ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა
  • სამუშაო შეხვედრების და კონფერენციების დაგეგმვა (მათ შორის, დირექტორის და პროექტის კოორდინატორის ზედამხედველობის ქვეშ, ღონისძიების ჩატარების ადგილის განსაზღვრა, დაჯავშნა, მონაწილეთა მოწვევა და სხვ.)
  • ორგანიზაციის პუბლიკაციების გავრცელების უზრუნველყოფა
  • თანამშრომლების პირადი საქმის წარმოება
  • ორგანიზაციაში სამსახურში აყვანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საკითხების ორგანიზება და მენეჯმენტი
  • ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის წარმოებაზე ზედამხედველობა
  • ორგანიზაციის არქივის წარმოება
  • ორგანიზაციაში შემოსული/ორგანიზაციიდან გასული კორესპონდენციის (დოკუმენტაციის) აღრიცხვა / მოძრაობა / უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა და შენახვა
  • ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა
  • საკანცელარიო და ორგანიზაციის გამართული საქმინაობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მასალების/პროდუქციის შესყიდვა
  • სხვა ადმინისტრაციული ფუნქციები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება
  • ადმინისტრაციულ მენეჯერად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება
  • ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (კარგად)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
 უნარ-ჩვევები:
 
  • სამუშაოსშესრულებისმაღალიმოტივაციადაპასუხისმგებლობა
  • პუნქტუალობა
  • გუნდურიმუშაობადამაღალისამუშაოეთიკა
  • შემჭიდროებულვადებსადადაძაბულრეჟიმშისამუშაოსსრულყოფილადშესრულება.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
 
  1. დოკუმენტებისმიხედვითკანდიდატებისშერჩევა
  2. გასაუბრებამეორეეტაპზეგადასულიკანდიდატებისთვის
 
გამოცხადებულ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  ავტობიოგრაფია (CV), სამოტივაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ორი რეკომენდატორის მონაცემები  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@democracyresearch.org
 
სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. არასრული სახით წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.