News
უფასო იურიდიულ დახმარება ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის
07.05.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრთან, თანამშრომლობით, გთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, სიძულვილის ენის, ბულინგის/კიბერბულინგის და ძალადობის საკითხებზე.

უფასო იურიდიული დახმარების და სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, 30 წლამდე პირებს (ახალგაზრდებს) მათ კანონიერ წარმომადგენლებს/მშობლებს, სხვა ჩართულ სუბიექტებს (მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და სხვა).

ადამიანის უფლებათა ცენტრის მაღალკვალიფიციური იურისტები გაგიწევენ  სამართლებრივ კონსულტაციას (მათ შორის, სატელეფონო) და იქნებიან თქვენი წარმომადგენლები საგამოძიებო უწყებებსა და სასამართლოში თუ:

  • თქვენს წინააღმდეგ იყენებენ სიძულვილის ენას;
  • გრძნობთ ჩაგვრას სკოლაში/სასწავლებელში ან მის გარეთ;
  • თქვენ მიმართ ხორციელდება ბულინგი/კიბერბულინგი და ძალადობა ინტერნეტსივრცეში;
  • თქვენზე ფიზიკურად ძალადობენ ნებისმიერი ფორმით (ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, იძულება და სხვა);
  • ხართ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი და თქვენს შვილს/აღსაზრდელს ბულინგის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ძალადობის გამო სჭირდება იურიდიული დახმარება;
  • ხართ სხვა ჩართული სუბიექტი (პედაგოგი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სხვ.) და თქვენი მოსწავლის/ბენეფიციარის მიმართ გამოყენებულია სიძულვილის ენა, ჩაგვრა და სჭირდება იურიდიული დახმარება;
იურისტებთან დასაკავშირებლად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე :  593 75 54 44;  555 78 77 55;
ეკა ქობესაშვილი (ელფოსტა: eka.qobesashvili@yahoo.com)
ნესტან ლონდარიძე (ელფოსტა: nestanilondaridze@gmail.com)
ან მოგვწეროთ წერილობით ადამიანის უფლებათა ცენტრის ელექტრონულ მისამართზე - hrc@hrc.ge და Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/humanrights.ge/
მისამართი: 0160 თბილისი , ა. გახოკიძის ქ. 11ა, (ყოფილი გაგარინის 2 ჩიხი) III სართული

უფასო სამართლებრივი დახმარება ხორციელდება EU-UNDP ერთობლივი ინიციატივის მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობისთვის (FLIP)-ის მხარდაჭერით „პარტნიორობა ადამიანის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში.