ოკუპირებულ ცხინვალის
რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება, რაც პირდაპირ
კრემლის მხრიდან დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით,
მოსკოვმა გაგლოევს თანამდებობის დატოვება 2025 წლიდან დღემდე უკვე სამჯერ მოსთხოვა,
მათ შორის უშუალოდ ვლადიმირ პუტინმაც. როგორც ცნობილი ხდება გადადგომის შესახებ ერთ-ერთი
საუბარი, სწორედ, გაგლოევის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მოსკოვში ჰოსპიტალიზაციის
შემდეგ შედგა, მას ურჩიეს, რომ გადადგომისთვის ხელსაყრელი დრო იყო, თუმცა დე ფაქტო
ლიდერმა რჩევა არ გაითვალისწინა. მეტიც, ცხინვალში დაბრუნებულმა საყოველთაო „შაბათობა“
გამოაცხადა და მასში თავადაც მიიღო მონაწილეობა. მორიგი ასეთი მოთხოვნა მიმდინარე წლის
9 მაისს, მოსკოვში ვიზიტის დროს წარმოიშვა, სადაც მას გადადგომის სანაცვლოდ რუსეთის
დუმის დეპუტატობა ან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამხრეთ ოსეთის მიმართულებით
მაღალ პოზიცია დაჰპირდნენ.
მოსკოვიდან დაბრუნებულ
გაგლოევს კაბინეტში ადგილობრივი გავლენიანი ფიგურები — ერისლავ მამიევი, ალან ალბოროვი
და იური კადიი ესტუმრნენ, რომლებმაც დე ფაქტო პრეზიდენტს რუსეთის თხოვნაზე უარის თქმისკენ
მოდეს. მსგავსი მოწოდებები მას სწორედ იმ პირებისგანაც ესმის, რომლებთან ერთადაც კორუფციულ
სქემებშია ჩართული.
აღსანიშნავია, რომ
გაგლოევის ვადის ამოწურვამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი და თუმცა კრემლი პროცესებს
აჩქარებს. მიზეზად სახელდება გაგლოევის კორუფციული სქემები და კრიმინალურ დაჯგუფებებთან
თანამშრომლობა. კერძოდ, ე.წ. ხელისუფლებას „VTB ბანკისგან“ აღებულ ასობით მილიონი რუბლს,
რომლის მეშვეობითაც ქარხნები უნდა აშენებულიყო, თუმცა არაფერი გაკეთებულა.
რუსეთში 9 მაისის
ვიზიტის ფარგლებში გაგლოევმა ხელი სამოკავშირეო
ხელშეკრულებას მოაწერა, რაც ადგილობრივებისთვის მოულოდნელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებად
შეფასდა. სამთავრობო პოზიციები დაიკავონ. სწორედ ამის შემდეგ გაჟღერდა მარატ კამბოლოვის
სახელი, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვის წევრია
ახალ პრემიერ-მინისტრად მოიაზრება.
კრემლი გაგლოევის
დაბრუნებისთანავე ელოდა გადადგიმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ერთკვირიანი ლოდინის
შემდეგ, ის მოსკოვში სერგეი კირიენკოსთან ხელმეორედ დაიბარეს. კირიენკომ მას მოსთხოვა
მთავრობის დათხოვნა და პრემიერად კამბოლოვი წარადგინა. ამავდროულად, კამბოლოვი ჯავაში,
პრეზიდენტის რეზიდენციაში, ჩავიდა, სადაც მასთან შეხვედრის მსურველი ჩინოვნიკების რიგი
დადგა. მეორე დილით გაგლოევმა ის სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა, რის შემდეგაც კამბოლოვი
პარლამენტს ესტუმრა და სპიკერის სავარძელი დაიკავა, სადაც მას ფრაქციის წევრები შეხვდნენ.
აღნიშნულს ხმაურიანი დაპირისპირება მოჰყვა დე ფაქტო დეპუტატ ზიტა ბესაევასთან, რომელმაც
აპროტესტებდა კამბოლოვის პარლამენტის მუშაობაში უხეშ ჩარევას.
მიუხედავად რუსეთის
მოლოდინისა, გაგლოევს მთავრობა ამ დრომდე ჯერ კიდევ არ დაუთხოვია. კრემლის მკაცრი მოთხოვნით,
გაგლოევმა უახლოეს მომავალში უნდა დაითხოვოს მინისტრთა კაბინეტი, ხოლო ახალი მთავრობა
კამბოლოვის ხელმძღვანელობით ე.წ. პარლამენტმა არაუგვიანეს 20 ივნისისა უნდა დაამტკიცოს.
პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის ფედერალურ ტელეარხებზე დაიწყება გაგლოევისა
და მისი გარემოცვის კორუფციული და კრიმინალური საქმიანობის საჯარო მხილება. ამავდროულად,
ძალოვან უწყებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე რეგიონში
ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული.
DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს
საქართველოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა
მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის
კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა.