სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების
გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები
ჩატარდა, სადაც, რა თქმა უნდა, კრემლის „დანიშნულმა“ კანდიდატმა გაიმარჯვა და უკვე
აქტიურად შეუდგა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან „დაახლოების“ პოლიტიკის გამტკიცებას. დე ფაქტო
აფხაზეთში კი ე.წ. დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს და აქაც მთავარ „პარტნიორად და მხარდამჭერად“
რუსეთი გამოაცხადეს.
ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორივე რეგიონის მორიგი კოორდინირებული
ნაბიჯი და ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების მოთხოვნა.
რუსეთმა, ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა საქართველოს მიმართ
ერთობლივი მოთხოვნა წამოაყენეს, რომ თბილისმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული
გარანტიები უზრუნველყოს.
23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის
პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველ კონსტანტინე კოჩიევს შეხვდა. შეხვედრა ამიერკავკასიაში
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტების მოგვარება
შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, ამიტომ აუცილებელია,
რომ თბილისმა ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების შესახებ განცხადება
ოფიციალურად დაადასტუროს და საქართველომ ძალის გამოუყენებლობის „იურიდიულად სავალდებულო
გარანტიები“ შეიმუშაოს. განცხადებაში ასევე საუბარია ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური
სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციასა და შემდგომ დემარკაციაზე.
აღნიშნული მოთხოვნა ახალი არ არის და ბოლო წლების განმავლობაში რუსეთისა
და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების განცხადებებში არაერთხელ გაჟღერებულა.
მაგალითად, 2018 წლის ივნისში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხზე დისკუსიისას
პოზიციები შეაჯერეს. რუსეთის უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე განაცხადეს, რომ რეგიონში
ნატოს აქტივობის ზრდას მიუღებლად მიიჩნევდნენ და „შესაბამისი საპასუხო ზომების“ მიღების
უფლებას იტოვებდნენ.
ამრიგად, 2026 წლის 23 სექტემბრის განცხადებაში გამოკვეთილი ორი ძირითადი
საკითხი — საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები და საქართველოსა და აფხაზეთ-სამხრეთ
ოსეთს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია — წარმოადგენს იმ საკითხების გაგრძელებას,
რომლებიც რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მიერ უსაფრთხოების
შესახებ საერთაშორისო დისკუსიებში წინა წლებშიც იყო წამოყენებული. ამასთან, 2026 წლის
განცხადებაში მნიშვნელოვანი განსხვავებაა ფორმულირებაში: მიმდინარე მოთხოვნა პირდაპირ
ეხება იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს, ხოლო წინა განცხადებებში აქცენტი ძირითადად
კეთდებოდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასა და შესაბამისი საერთაშორისო
ფორმატის ფარგლებში მის უზრუნველყოფაზე.
ოკუპირებული რეგიონების მიმართ კრემლის ზეწოლისა და კონტროლის გამკაცრების
პროცესი გრძელდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 1 ოქტომბერს შეხვედრას
მართავს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ და რუსეთის
ელჩმა რეგიონში.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ორმხრივ კოორდინაციას საერთაშორისო პლატფორმებზე
(მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში). რუსული მხარის განცხადებით,
დღის წესრიგშია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტერესების წინ წაწევა და უსაფრთხოების საკითხებია.
ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვის მიერ ახლახან (2026 წლის მაისში)
რატიფიცირებული რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის
გაღრმავების შესახებ“ შეთანხმების ფონზე.
საინტერესო კონტრასტს ქმნის ის ფაქტი, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ
რეგიონებში სრულმასშტაბიან ინტეგრაციასა და ზეწოლას აძლიერებს, საქართველოსთან მიმართებით
„მეგობრულ“ და „კეთილმეზობლურ“ პოლიტიკას აგრძელებს — რის დასტურადაც საქართველოს საპატრიარქოში
რუსული დელეგაციის ჩამოსვლა და ვიზიტებიც გამოდგება, რომელიც 28-29 სექტემბერს გაიმართა.
ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ცნოილი რუსული წყაროებიდან გახდა. სამწუხაროდ ქართული
მხარე ვიზიტის შესახებ ,ხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალის გასვლის შემდეგ ალაპარაკდა
და ოკუპანტი ქვეყნის საულიერო პირებთან შეხვედრა დადებით კონტექსტში შეაფასა.
მიუხედავად თბილისის მიმართ გამოვლენილი მოჩვენებითი „კეთილმეზობლური“
ჟესტებისა და საპატრიარქოში ვიზიტების ფონზე განხორციელებული „მეგობრული“ პოლიტიკისა,
ცხადი ხდება კრემლის მთავარი სტრატეგია. საქართველოსთან რბილი ძალისა და დიპლომატიური
მანევრების პარალელურად, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში შეუქცევადად ცდილობს სრული კონტროლის,
იურიდიული ბერკეტების გამყარებას და საბოლოო ჯამში, ამ ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.
რაც მხოლოდ სექტემბრის თვში განხორციელებული აქტივობებიდან ნათლად იკვეთება.
The Law on Grants is not a standalone regulation. It forms part of a layered legislative framework developed since 2023 that also includes the Law on Transparency of Foreign Influence.
We call on the authorities to respond immediately, effectively and comprehensively to the serious allegations made by Giorgi Davitadze, a prisoner was subjected to sexual violence, including rape, by staff members of the penitentiary institution.
ოკუპირებულს სამხრეთ ოსეთში რუსეთი ფინანსური “მხარდაჭერის” ახალ ეტაპს იწყებს.