ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული
პასპორტიზაციის პოლიტიკა ახალ, გაცილებით აგრესიულ ფაზაში შედის. მოსკოვი მიზანმიმართულად
და დაჩქარებული ტემპით ზრდის რეგიონში საკუთარ მოქალაქეთა რაოდენობას, რითაც ადგილობრივ
მოსახლეობას რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს და მათ სამოქალაქო თუ
სამხედრო პასუხისმგებლობას უშუალოდ კრემლთან აკავშირებს.
ბოლო პერიოდში სოხუმში მოქმედ ე.წ. რუსეთის
საელჩოში მოქალაქეობის მისაღებად შეტანილი განცხადებების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.
თუ 2026 წლის ივნისში თვეში დაახლოებით 120 განცხადება შედიოდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი
400-მდე გაიზარდა, ხოლო ოქტომბერში 625 მიაღწია. პასპორტიზაციის პოლიტიკის გააქტიურება
რუსეთის პრეზიდენტის 2025 წლის 17 მაისის ბრძანებულებას უკავშირდება, რომელმაც მოქალაქეობის
მიღების წესი მაქსიმალურად გაამარტივა და მოხსნა ისეთი ბარიერები, როგორიცაა რუსეთში
ცხოვრება ან ენისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულისთვის
მომლოდინეთა რიგმა 3000-ს გადააჭარბა.
ოკუპირებულ ტერიტორაიზე მცხოვრები მოსახლეობის
რუსული პასპორტებით დაინტერესებას, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს.რუსეთის
მოქალაქეობა დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის უკეთეს სოციალურ შემწეობასა და მაღალი
რუსულ პენსიებთან ასოცირდება. გარდა ამისა, რუსული სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის
პოლისი მათ საშუალებას აძლევს, უფასო მკურნალობა და რთული ოპერაციები სოჭისა და კრასნოდარის
მხარის კლინიკებში ჩაიტარონ. არანაკლებ მნიშვნელოვანია გადაადგილების ფაქტორი: დე ფაქტო
აფხაზური პასპორტით საერთაშორისო სივრცეში მოგზაურობა შეუძლებელია, რუსეთის საზღვარგარეთის
პასპორტი კი საზღვრის კვეთისა და რუსეთში ლეგალურად სწავლისა თუ დასაქმების შესაძლებლობას
იძლევა. მართალია ახლა საერთაშორისო გადაადგილებები რუსეთის მოქალაქეებისთვისაც გართულებულია,
თუმცა დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით მაინც მიმზიდველია. ამასთან,
2026 წლის თებერვალში აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტების დროებითმა
შეჩერებამ მოსახლეობაში გააჩინა შიში, რომ პროცესი კვლავ გართულდებოდა, რამაც დოკუმენტების
ჩაბარების მსურველთა ნაკადი კიდევ უფრო გაზარდა.
თუმცა, სოციალურ და ეკონომიკურ ბენეფიტებთან
ერთად, რომლებსაც რუსული პასპორტი იძლევა, მოქალაქეებს უმძიმესი სამართლებრივი და სამხედრო
ვალდებულებებიც ეკისრებათ. რუსეთის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად ნიშნავს რუსეთის
ფედერაციის კანონმდებლობისადმი დაქვემდებარებას, რაც მიმდინარე გეოპოლიტიკურ რეალობაში
უპირველესად სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და რუსეთ-უკრაინის ომში მობილიზაციისა
თუ გაწვევის რეალურ საფრთხეს მოიცავს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობის მასობრივი პასპორტიზაცია
სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ფაქტობრივი და უკვე
იურიდიული ანექსიის გაფორმება. ეს არის პროცესი, როდესაც ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები
სრულად ხდებიან რუსეთის იურისდიქციის ნაწილი, ხოლო რეგიონი კარგავს ყოველგვარ ფორმალურ
დამოუკიდებლობასაც კი.
Recently, Russia has been actively seeking to bring the issue of the occupied territories to the forefront and to secure their legal separation from Georgia.
In Georgia, while 2024–2026 is described as a period of significant deterioration in media rights, signs of increased state-led political influence over independent and public-interest media had become visible earlier.
Since 2024, Georgia’s legal and institutional framework has been changing at an unusually rapid pace.