ქვემო ფონიჭალაში
2026 წლის 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუნებრივი აირის
მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სისტემურ გამოწვევებს. პირველადი ინფორმაციით,
საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. შემთხვევას
7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი - მცირეწლოვანი. აღნიშნულმა ფაქტმა
კიდევ ერთხელ გააჩინა საფუძვლიანი კითხვები მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, პრევენციული
კონტროლისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ.
ენერგოომბუდსმენის
ანგარიშის მიხედვით, 2019 – 2025 წლებში საქართველოში გაზის გაჟონვას 56 აფეთქება
მოჰყვა, ხოლო აფეთქებისა და მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად ჯამში 129 ადამიანი დაიღუპა.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს,პრობლემის მასშტაბებს და უსაფრთხოების ნორმების სისტემურ
გამოწვევებს. მაგალითად, 2019 წელს დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის
გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2018 წელს ზემო
ფონიჭალაში, იმავე მიზეზით, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებას ახალგაზრდა ქალისა და
მცირეწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში, გამოძიების
შედეგად, კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა,[1] აღნიშნული
ვერ უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას და არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების
პირნათლად შესრულებად.
მოქალაქეების უსაფრთხოების
დაცვა სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულებაა, რაც ადამიანების საფრთხისგან წინასწარ
დაცვასა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს. მარეგულირებელი და მაკონტროლებელი
ორგანოების, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკი) და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურების, საქმიანობა
არ უნდა შემოიფარგლებოდეს ფორმალური რეგულაციების მიღებით. აუცილებელია, სახელმწიფომ
შექმნას ქმედითი საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაზგამანაწილებელი
კომპანიების მიერ უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრ დაცვას და რისკების დროულ იდენტიფიცირებას
მანამ, სანამ მორიგი ტრაგედია მოხდება.
შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ
საცხოვრებელ კორპუსებში გაზის შიდა ქსელების რეგულარული და ეფექტიანი შემოწმება, მოძველებული
ინფრასტრუქტურის კონტროლი, უსაფრთხოების ნორმების აღსრულება და მოსახლეობის ინფორმირება.
განსაკუთრებით ყურადღება უნდა ექცეოდეს დიდი ხნით დაკეტილ ბინებს, სადაც გაზის გაჟონვის
რისკის დროული გამოვლენა რთულია. მაგალითად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას - ბუნებრივი აირის უსაფრთხოების საკითხებში მნიშვნელოვანი
მარეგულირებელი და საზედამხედველო ვალდებულება აქვს.
მოქალაქეების სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის დაცვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ განხორციელებული
ღონისძიებებით. სახელმწიფო და ყველა პასუხისმგებელი უწყების მთავარი ამოცანა უნდა იყოს
საფრთხეების წინასწარი გამოვლენა, მათი თავიდან არიდება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,
რაც წლებია არ ხორციელდება და მოქალაქეები ცხოვრობენ სახიფათო გარემოში ტრაგედიიდან
ტრაგედიამდე.
[1] მაგ. 2019 წელს
დიდ დიღომში მომხდარ შემთხვევას გაზის კომპანიის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი
მოჰყვა. გარდა ამისა, 2026 წლის 19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება
დაიწყო.
21 ნოემბრიდან, სოციალურ ქსელებში (Facebook, TikTok), სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი მასალების გავრცელება დაიწყო.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული პასპორტიზაციის პოლიტიკა ახალ, გაცილებით აგრესიულ ფაზაში შედის.
Recently, Russia has been actively seeking to bring the issue of the occupied territories to the forefront and to secure their legal separation from Georgia.