Vacancies
ტრენინგი ადვოკატირების საკითხებზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის
29.06.2021
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.
 
ტრენინგის თარიღები:
ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 16-19 ივლისს,  კახეთში.
 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მონაწილეობა შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებს, მოქალაქეთა ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) რეზიუმე (CV), რომელშიც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები;
ბ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებთ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას.
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 ივლისი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.orgმეილის დასახელებაში მიუთითეთ „ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი“
 
ტრენინგზე განსახილველი საკითხები: 
  • დემოკრატიის არსი და სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფოს მართვაში;
  • სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა, ფორმები და საფეხურები;
  • გამოწვევებისა და სირთულეების გააზრება სამოქალაქო ჩართულობის გზაზე;
  • ადვოკატირების მნიშვნელობის გააზრება. მისი მიზნების, ამოცანებისა და  ფორმების გაცნობა;
  • ადვოკატირების პროცესში პრობლემის დადგენისა და პრობლემის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მეთოდები;
  • ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებული ნიმუშების გაცნობა;
 
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.
 
ტრენინგიდემოკრატიის ევროპული წვლილისმხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.