Vacancies
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის
21.10.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას უსაფრთხოებისა და ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად. ტრენინგი განკუთვნილია კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის.

ტრენინგის თარიღები: გასვლითი ტრენინგი გაიმართება 2021 წლის 3-7 ნოემბერს, თბილისთან ახლოს.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებს, მოქალაქეთა ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) რეზიუმე (CV), რომელშიც ხაზგასმული იქნება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით გაწეული საქმიანობები
ბ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებენ მონაწილეები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ოქტომბერი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org. დასახელებაში მიუთითეთ "უსაფრთხოებისა და ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი".

ტრენინგზე განსახილველი საკითხები:
** დემოკრატიის არსი და სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფოს მართვაში
** სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა, ფორმები და საფეხურები
** ადვოკატირების მნიშვნელობის გააზრება; მისი მიზნების, ამოცანებისა და ფორმების გაცნობა
** ადვოკატირების პროცესში პრობლემის დადგენისა და პრობლემის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების მეთოდები
** ადვოკატირების პორტფოლიოს წარმატებული ნიმუშების გაცნობა
** ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება: საფრთხეების გააზრება და შეფასება, თავდასხმების/შეტევების პრევენცია და მათზე რეაგირება
** უსაფრთხოების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ტრენინგი "დემოკრატიის ევროპული წვლილის" მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

13.02.2024
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტის პოზიციაზე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. 
21.09.2023
ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

07.09.2023