დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ტრენინგების სერიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებში.
29 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა თელავში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს უძღვებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ტრენერი მაია ნასრაშვილი.