GEO   ENG
სიახლეები
DRI - მშვიდობიანი აქციის დაშლისას ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა არაპროპორციული ძალა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლას და მიიჩნევს, რომ აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული.
26.11.2019
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადება აქციის მონაწილეების დაკავებებზე
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 2019 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს და მიიჩნევს, რომ დაკავებულებს დაერღვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება.
22.11.2019
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის განსაჯაროებას ითხოვს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას და „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის გასაჯაროება მოითხოვა.
19.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაპროპორციულ ღონისძიებას უკანონოდ მიიჩნევს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას და არაპროპორციული ღონისძიებების გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს.
18.11.2019
ახალგორში დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“  ინფორმაციით,  3 ნოემბერს, ახალგორში ჭაში ჩავარდნილი თ.გ-ს მდგომარეობა მძიმეა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, გააკეთოს შესაძლებლობების მაქსიმუმი, მათ შორის გამოიყენოს  საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, დაშავებული თ.გ-ს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად.
15.11.2019
კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციის მონიტორინგის შედეგები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების მიერ კინოფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ’’ ჩაშლის მიზნით კინოთეატრ „ამირანთან“ ორგანიზებულ აქციებს.  

11.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა.
08.11.2019
ახალგორში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში
ახალგორის საავადმყოფოში მწვავე კორონარული სინდრომით სოფელ იკოთის მკვიდრი  ნ.გ  განათავსეს. თუმცა  პაციენტის  ახლობლები  მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას მოითხოვენ.
08.11.2019
გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.

 

07.11.2019
იზოლაციაში მოქცეული ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა.
06.11.2019