ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო რამდენიმე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს:
• „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
• „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
• „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
• „დემოკრატიის მცველები“
• „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
• „საფარი“
• „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობას და არსებობას, არამედ იმ მოქალაქეებსა და მოწყვლად ჯგუფებს, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება.
ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას.
გვჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირება ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი წესრიგის საფუძველია.
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ყველა ორგანიზაციასა და მათ თანამშრომლებს, რომლებიც განაგრძობენ საქმიანობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დასაცავად.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
In Georgia, while 2024–2026 is described as a period of significant deterioration in media rights, signs of increased state-led political influence over independent and public-interest media had become visible earlier.
Since 2024, Georgia’s legal and institutional framework has been changing at an unusually rapid pace.