ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.
იურიდიული დახმარების ქსელი 12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით აამოქმედა. ქსელის ფარგლებში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამ დრომდე ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე, მათი დიდი უმრავლესობის უფლებები დაიცვეს სასამართლო პროცესებზე. სამართლებრივი დახმარების ქსელი ასევე 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში და განახორციელა სასამართლო წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმეების ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც განხილვის ეტაპზეა. ქსელის ადვოკატები აგრძელებენ აქციების დროს დაზარალებული პირების უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებში. ქსელის საქმიანობის მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას ასევე უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო და აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში. ამ ეტაპისათვის, ქსელში შემავალი ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს დაწყებული აქვს მონიტორინგი სხვადასხვა საფუძვლით. პარალელურად, დაყადაღებულია სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ცალკეული ორგანიზაციების ანგარიშები და სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მათი ხელმძღვანელი პირები.
განხორციელებული
რეპრესიული და ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედების შედეგად, ორგანიზაციების ნაწილი
იძულებული გახდა შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი - ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების
დაცვას დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
არცერთი ადამიანი არ დარჩეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გარეშე და არსებული
რესურსების გათვალისწინებით, კვლავ გავაგრძელებთ მოქალაქეების დაცვას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების
მხარდამჭერი ჯგუფი
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
In Georgia, while 2024–2026 is described as a period of significant deterioration in media rights, signs of increased state-led political influence over independent and public-interest media had become visible earlier.
Since 2024, Georgia’s legal and institutional framework has been changing at an unusually rapid pace.