გულრიფშის რაიონის
სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს. ადგილობრივების
განცხადებით, მიუხედავად მრავალწლიანი მიმართვებისა და შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული
შემოწმებებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
სოფლის მცხოვრებლებმა
პრობლემის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და ადგილობრივ დე ფაქტო
ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, სოფლის ნაწილში არ არის მოწყობილი
წყალგაყვანილობის სისტემა და მოსახლეობას ყოველდღიური საჭიროებებისთვის წყლის მოტანა
საკუთარი ძალებით უწევს.
„რამდენიმე ოჯახი,
მათ შორის ბავშვიანი ოჯახები, თითქმის რვა წელია წყლის გარეშე ცხოვრობს. იძულებულები
ვართ, წყალი თავად მოვიტანოთ და შემდეგ საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის გავაცხელოთ,“
— აცხადებენ ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციის
გავრცელებას სხვა რაიონის მცხოვრებლებიც გამოეხმაურნენ. მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს,
რომ წყლის პრობლემა მხოლოდ ნაუშს არ ეხება და მსგავსი სირთულეები აფხაზეთის სხვა სოფლებშიც
არსებობს. აქვე ისინიც ადგილობრივ ხელისუფლებას აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ და
აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემები წლების განმავლობაში ყურადღების მიღმა რჩება.
მათივე ინფორმაციით,
სხვადასხვა დროს ადგილზე ჩავიდნენ პასუხისმგებელი პირები, ჩატარდა დათვალიერებაც, თუმცა
მდგომარეობა ამ დრომდე არ გამოსწორებულა. ამ დროისთვის ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების
მხრიდან საჯარო განმარტება ან კონკრეტული გეგმა პრობლემის გადაჭრის შესახებ გამოქვეყნებული
არ არის.
სპეციალისტების
შეფასებით, წყლის ხანგრძლივი დეფიციტი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ყოველდღიურ კომფორტზე,
არამედ ჯანმრთელობაზე, ჰიგიენურ პირობებსა და ცხოვრების ხარისხზე. განსაკუთრებით მოწყვლად
მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ბავშვები, ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირები.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია.
ოკუპირებულ ცხინვალის
რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული.