25 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ ტერმინების
გამოყენებისთვის: „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“ და სხვა 2500 ლარით დააჯარიმა.კომუნიკაციების
კომისიამ იგივე რეგულაციის ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა დაადგინა
ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაშიც და 2 500 ლარით დააჯარიმა.
უნდა განიმარტოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ საკმაოდ
ფართოდ განისაზღვრება. შესაბამისად, ამ მოტივით კომისიას შეუძლია თითქმის ნებისმიერი
სარედაქციო ტერმინოლოგია "პირად დამოკიდებულებად" დააკვალიფიციროს და მედია
მაუწყებელი „დასაჯოს“.
აღნიშნული კანონმდებლობის კლასიკურ პათოლოგიას წარმოადგენს,
რომელიც ნორმატიული გაურკვევლობით გამოიხატება და რომლის პირობებშიც, კანონის ადრესატს
არ შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს, რომელი ქმედება გამოიწვევს სანქციას და რომელი არა.
არსებული პრაქტიკის ფონზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ
რა მოტივით ხელმძღვანელობს კომუნიკაციების
კომისია, რადგან მონიტორინგი და სანქციები მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკულ მედიებზე ვრცელდება,
მაშინ როდესაც მმართველი პარტიის მხარდამჭერ მაუწყებლებთან მიმართებით მონიტორინგის
შედეგად “არცერთი” მტკიცებულება არ იკვეთება. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ქმნის შერჩევითი დამოკიდებულების განცდას, სადაც მარეგულირებელი მაუწყებლობის შესახებ
კანონს პოლიტიკურ ინსტრუმენტად მხოლოდ კრიტიკულად
განწყობილი მედიის წინააღმდეგ იყენებს.
არსებულ ვარაუდს ამყარებს კომუნიკაციების კომისიის ახალი
თავმჯდომარის მმართველ პარტიასთან აფილირება
და დიდი ბრიტანეთის მიერ პროსახელისუფლებო ტელევიზიების დასანქცირების შემდეგ, მედიის სარედაქციო კონტენტის რეგულირების დაანონსება.
"ქართული ოცნების" საჩივრებზე სამართალდამრღვევად ცნობის პრაქტიკა ქმნის
მარეგულირებლის მიტაცების სახელმძღვანელო სურათს.
ეს ტენდენცია წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებას
და ავტოკრატიზაციის სამართლებრივ ინსტრუმენტალიზაციას, სადაც მოქმედი ინსტიტუტები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის
არის შენარჩუნებული, რომ შექმნას გარეგნული ლეგიტიმაცია. მარეგულირებლის მოქმედი პრაქტიკის
პრობლემურობა შემდეგი მიმართულებით იკვეთება:
აღნიშნული სამი ელემენტის ერთობლიობა რეგულირების მძიმე
პრაქტიკას აყალიბებს და წარმოადგენს მედიის დამოუკიდებლობის განადგურების მიზანმიმართულ
პროექტს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს კომუნიკაციების
კომისიას, პატივი სცეს კანონს,
აღადგინოს მედია რეგულირების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და შეწყვიტოს ისეთი გადაწყვეტილებების
მიღება, რომელთა ლეგიტიმურობაც სადავოა.
სამხრეთ ოსეთის ტელეგრამ არხ „საპას“ მთავარი რედაქტორის, ალინა ჯიკაევას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ე.წ. საინვესტიციო
პროგრამების განხორციელებით შეფარული ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს
რეგიონის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსია.
OHCHR has published a new report, with a dedicated chapter focusing on the grave human rights situation in Abkhazia and the Tskhinvali region.