სამხრეთ ოსეთის ტელეგრამ არხ „საპას“ მთავარი რედაქტორის, ალინა ჯიკაევას წინააღმდეგ
სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალად
პოლიციელისთვის ქრთამის მიცემა ედება. საპას რედაქტორმა საჯარო განცხადებით აღნიშნა,
რომ მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე და საგამოძიებო მოქმედებები ფაქტობრივად
დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.
ჯიკაევას განცხადებით, მისთვის წაყენებული ბრალდება უკავშირდება წარსულ საქმიანობას
გამოცემა Baza-ში და არა „საპას“ რედაქციას. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა
ჩხრეკა მისი ამჟამინდელი კოლეგების საცხოვრებელ სახლებში ჩაატარეს, ჩამოართვეს პირადი
ტექნიკა, თანამშრომლები საათობით ჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში, მიუხედავად იმისა,
რომ ისინი საქმესთან არანაირ შემხებლობაში არ იყვნენ.
„საპას“ რედაქტორის მიერ გავრცელებულ საჯარო წერილში ნათქვამია, რომ გამოძიების
ფარგლებში მასა და მის კოლეგებზე თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თვალთვალი,
რედაქციაში კი ფარული მოსასმენი მოწყობილობებიც იყო დამონტაჟებული. ჯიკაევა მიიჩნევს,
რომ ასეთი მასშტაბის ოპერატიული ღონისძიებები ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ
იყო მიმართული და მიზნად მედიის საქმიანობის შეზღუდვას ისახავდა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მედიასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის ინფორმაციის
გაცვლის პრაქტიკა, ჟურნალისტური საქმიანოიბის თანმდევი პროცესია. მისი თქმით, წყაროსგან
მიღებული ინფორმაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, პირადი ცხოვრების ამსახველ
მონაცემებს ან ისეთ ცნობებს, რომლებიც ვინმეს კომპრომეტირებას მოახდენდა. მისივე განმარტებით,
მოწოდებული მასალები მალევე, თავად სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ არხებშიც, ქვეყნდებოდა.
ჯიკაევამ ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველად ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა,
რადგან საქმეში იყო ჩანაწერი „პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული“, რასაც
არ ეთანხმებოდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფორმულირება საქმიდან ამოიღეს,
ბრალი ახალი კვალიფიკაციით აღიარა.
ჯიკაევა სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძალადობრივ
დანაშაულს არ ეხება და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთანავე ჟურნალისტი საუბრობს,
პატიმრობის პერიოდში, მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე. სამართალდამცავები მას სხვების
წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აძალებდნენ.
გამოძიება, როგორც მას განუმარტეს, უკვე დასრულებულია, თუმცა ჟურნალისტი კვლავ
იზოლატორში რჩება. ალინა ჯიკაევას განცხადებით, საქმე სცილდება მხოლოდ მისი პირადი
პასუხისმგებლობის საკითხს და ქმნის პრეცედენტს, რომელიც დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაზე
ზეწოლისა და ჟურნალისტების დაშინების საფრთხეს აჩენს. მისი შეფასებით, განსაკუთრებით
შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ საგამოძიებო მოქმედებები გავრცელდა იმ რედაქციაზეც,
რომელსაც, მისი თქმით, ბრალდებასთან კავშირი არ აქვს.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ საქმის საჯარო განხილვა და საზოგადოების ყურადღება
შეიძლება გახდეს სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი გარანტია.
ერთადერთ დამოუკიდებელ მედია „საპას“ გუნდზე თავდასხმა და მთავარი რედაქტორის
პატიმრობაში დატოვება არის პირდაპირი დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე. ეს არის მკაფიო
სიგნალის გაგზავნა მთელი მედია სექტორისთვის, რომ ნებისმიერი ალტერნატიული ან სწრაფი
ინფორმაციის წყარო მკაცრად დაისჯება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ საკმაოდ ფართოდ
განისაზღვრება. ამ მოტივით კომისიას შეუძლია თითქმის ნებისმიერი მედია მაუწყებელი
„დასაჯოს“.
ე.წ. საინვესტიციო
პროგრამების განხორციელებით შეფარული ვიზიტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსკოვის მიზანმიმართულ პოლიტიკას, მოახდინოს
რეგიონის სრული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ანექსია.
OHCHR has published a new report, with a dedicated chapter focusing on the grave human rights situation in Abkhazia and the Tskhinvali region.