2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა
და ე.ჟ.-ს
საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
მოსამართლე თორნიკე
კაპანაძემ თამარ გიორგაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, 2026 წლის 7 თებერვალს გზის
ხელოვნურად გადაკეტვისა და 2025 წლის 17 დეკემბერს
ტროტუარზე მოქალაქეების გადაადგილებისთვის ხელის შეშლის საბაბით, ცნო და 2 დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
6 თებერვალს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ე.ჟ. დმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად,
2025 წლის 18 დეკემბერს ტროტუარზე დგომის გამო, ცნო და
2 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
თამარ გიორგაძე
და ე.ჟ. სახელმწიფოს
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული რამდენიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევას ედავება, მათ შორის:
მუხლი 5 — თავისუფლებისა და
უსაფრთხოების უფლება;
მუხლი 6 — საქმის სამართლიანი
განხილვის უფლება;
მუხლი 11 — შეკრებისა და
გაერთიანების თავისუფლება;
მუხლი 18 — უფლებების შეზღუდვათა
გამოყენების ფარგლები.
საქმეების არსებითი
განხილვა და სასამართლოს პოზიცია
მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
In Georgia, while 2024–2026 is described as a period of significant deterioration in media rights, signs of increased state-led political influence over independent and public-interest media had become visible earlier.
Since 2024, Georgia’s legal and institutional framework has been changing at an unusually rapid pace.