GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 31 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას დააკვირდა

DRI  დამკვირვებლები 31 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების „გაბედე“, „სირცხვილია“ და „შეცვალეს“ მიერ ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ.

08.01.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” შეკრებებისა და მანიფესტაციების დაკვირვებას იწყებს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ იწყებს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაკვირვებას, რომლებიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ. 

25.12.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემჭიდროვებულ ვადებში წარმართოს გამოძიება.  

18.12.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასება ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე
DRI ეხმიანება 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას და მიიჩნევს, რომ  საზოგადოებაში პოლარიზირებული და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
04.12.2019
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას ეხმიანება
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 2019 წლის 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა ადამიანის უფლებებში მკვეთრად არაპროპორციულ და დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.
28.11.2019
DRI - მშვიდობიანი აქციის დაშლისას ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა არაპროპორციული ძალა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლას და მიიჩნევს, რომ აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალა არ იყო პროპორციული.
26.11.2019
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადება აქციის მონაწილეების დაკავებებზე
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება 2019 წლის 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს და მიიჩნევს, რომ დაკავებულებს დაერღვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება.
22.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაპროპორციულ ღონისძიებას უკანონოდ მიიჩნევს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას და არაპროპორციული ღონისძიებების გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს.
18.11.2019
2019 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დაკვირვების შედეგები
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) წარმომადგენლები 2019 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ულტრამემარჯვენე ძალების მიერ ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ. შეკრების მიზეზად დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ტერიტორიული დავა დასახელდა.
26.07.2019
DRI-ის განცხადება
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და სასამართლოში წარმომადგენლობის გზით.
20.06.2019