GEO   ENG
სიახლეები
DRI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო საქმიანობაზე შეხვედრა გამართა

7 დეკემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ფუნქციები და სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება საგამოძიებო სტრუქტურებში.“

07.12.2021
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „თაფლაკვერის პოლიტიკა“ გალის რეგიონში
აფხაზეთში დარჩენილი ეთნიკური ქართული ანკლავის, გალის რეგიონის ინტეგრაცია დე-ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში, ჯერ კიდევ გადადებულ საკითხად ითვლება. 
01.12.2021
DRI-იმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მოსაზრებები წარუდგინა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მოსაზრებები წარუდგინა. 
29.11.2021
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს ჯეროვნად და დროულად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისთვის.
22.11.2021
დაიწყებს თუ არა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ფართომასშტაბიან პრივატიზაციას?
DRI-ის ინფორმაციით, აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე.
17.11.2021
DRI: იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა

DRI ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.

17.11.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI): ხელისუფლებას აქვს შეკრებებით გამოწვეული დისკომფორტის თმენის ვალდებულება
DRI ეხმიანება შსს განცხადებას საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქციების გამოყენებაზე და აღნიშნავს, რომ განცხადება მსუსხავი ეფექტის მატარებელია სამოქალაქო მშვიდობიანი პროტესტის მიმართ.
15.11.2021
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 3-7 ნოემბერს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებიდან სამოქალაქო აქტივისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხოებისა და ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგი გამართა.
15.11.2021
DRI ეხმაურება საპროტესტო აქციის მონაწილეების უკანონო მასობრივ დაკავებებს

DRI გმობს სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციის მონაწილეების უკანონო დაკავებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

10.11.2021