GEO   ENG
სიახლეები
DRI - პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად ფარული თვალთვალის გამოყენება, საგანგაშოა და სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს მართვის პრაქტიკას

DRI ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს მაღალი თანამდებობის პირთა დავალებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მმართველი ძალისთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე.

23.03.2021
ღია წერილი საქართველოს მთავრობას კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, 2010 წელს, ჯერ კიდევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შემუშავდა.
21.03.2021
DRI: TV-პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ   ტელეკომპანია პირველში საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) ჩატარების თაობაზე გაცემულ განჩინებას.
11.03.2021
ინალ ჯაბიევის საქმე
წლებია, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საერთაშორისო ორგანიზაციები უკიდურესად უარყოფითად აფასებენ.
09.03.2021
რა ხდება გალში?
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს.
03.03.2021
გადაიდგას ნაბიჯები აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის | მიმართვა ხელისუფლებას
საქართველოში სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების სფეროში მომუშავე მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება აფხაზურ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პირებთან პირდაპირი დიალოგისკენ.
01.03.2021
DRI: სამოქალაქო აქტივისტებისთვის კარვის გამართვაში ხელშეშლა უხეშად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2021 წლის 19 და 21 თებერვალს, პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე სამოქალაქო აქტივისტებისთვის სიმბოლური კარვის გამართვაში ხელშეშლის ფაქტს, რასაც რამდენიმე პირის დაკავება მოყვა.
23.02.2021
ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო  ნაციონალური მოძრაობის ლიდერის - ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს.
17.02.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება
საქართველოში მოქმედებს ბავშვის უფლებათა კოდექსი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სამწუხაროდ, მათი პრაქტიკაში განხორციელება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
15.02.2021
DRI საქართველოს მოქალაქეთა გახშირებულ დაკავებებს კიდევ ერთხელ ეხმიანება

11 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი გაათავისუფლა.

12.02.2021