GEO   ENG
სიახლეები
ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს.
11.10.2021
DRI: გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელს სპეციალური დასახლების სტატუსი უნდა მიენიჭოს
DRI-ის მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესწავლა ცხადყოფს, რომ გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელ ადამიანებს მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. 
05.10.2021
ირაკლი ბებუა უკანონო პატიმრობიდან 2029 წელს გათავისუფლდება
ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. 
30.09.2021
DRI: ახალგორის ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაცია გრძელდება

6 სექტემბერს ახალგორის რაიონის სკოლებში, რომლებიც 2017 წლამდე ქართულენოვანი იყო, სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. პროცესის ამგვარად გაგრძელების შემთხვევაში, 3 წლის შემდეგ, სკოლები სრულად რუსულენოვანი გახდება.

29.09.2021
24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

20.09.2021
გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა
2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. 
17.09.2021
ცხინვალში პოლიტიკურ ოპონენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
2021 წლის აგვისტოში, ცხინვალში ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ალან ბეკოევს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 
31.08.2021
30 აგვისტო იძულებით გაუჩინარების მსხვერპლთა საერთაშორისო დღეა
საქართველოში იძულებით გაუჩინარების პრობლემა ძირითადად შეიარაღებულ კონფლიქტებთანაა დაკავშირებული. 
დღეს, ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულად  2,300-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

 

29.08.2021
აფხაზეთში ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა
დღეს, 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა.
14.08.2021
ოკუპირებულ რეგიონებს ვაქცინით დახმარება ესაჭიროებათ

კოვიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში,  მკვეთრად გაუარესდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ცხინვალში, რაც რეგიონის სრული იზოლაციის შედეგია.

05.08.2021