საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით არასაკმარისი და არაეფექტიანია.
აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია. რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში ქონების შეძენასთან დაკავშირებული აკრძალვები არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი.