7 დეკემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ფუნქციები და სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება საგამოძიებო სტრუქტურებში.“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის/მოადგილეების ვინაობა უცნობია. მათი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციებს კი, საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.
DRI ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს მაღალი თანამდებობის პირთა დავალებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მმართველი ძალისთვის მიუღებელი ფიგურების მიმართ უკანონო აუდიო და ვიდეო ჩაწერის განხორციელების თაობაზე.