ღიად პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება. მას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ.
ღიად პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერების მოწოდებები ძალადობრივი ორგანიზაციული ერთობის „ანტი-მაიდნის“ შექმნის შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
DRI აგრძელებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსებსა და შემომწირველებზე დაკვირვებას. 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.